среда, 10 июня 2009 г.
ნატო და საქართველო
ილია ჭავჭავაძის სახელმჭიფო უნივერსიტეტის, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
რეფერატი თემაზე:ნატო და საქართველო
მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, დასავლეთ ევროპული და მათი ჩრდილოატლანტიკური მოკავშირეები განგაშით ადევნებდნენ თვალ-ყურს საბჭოთა კავშირის ექსპანსიურ პოლიტიკას.დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა შეასრულეს ომის შემდგომი ნაკისრი ვალდებულებები სამხედრო სამხედრო ძალების შემცირებასა და სამხედრო ძალების დემობილიზაციასთან დაკავშირებით.თავის მხრივ საბჭოთა ხელმძღვანელობა არ ჩქარობდა ამ ვალდებულებების შესრულებას და ინარჩუნებდა ევროპის კონტინენტზე სამხედრო ძალების სრულ შემადგენლობას.საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პოლიტიკურ-იდეოლოგიური მიზნების გათვალისწინებით აშკარა ხდებოდა, რომ გაეროს წესდებისა და საერთაშორისო შეთანხმებების დაცვის მოწოდება არ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოებებისათვის ეროვნული სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების გარანტი.
1947-1949 წლებში დრამატული პოლიტიკური მოვლენების შემდეგ საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება მკვეთრად დაიძაბა.კომუნისტური რეჟიმის პირდაპირი აგრესიის წინაშე აღმოჩნდა საბარძნეთი, ნორვეგია და თურქეთი.მოგვიანებით 1948 წლის ივნისში, განხორციელდა სახელმწიფო გადატრიალება ჩეხოსლოვაკიაში,ამას დაემატა საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევით ბერლინის უკანონო ბლოკადა.ცხადი იყო რომ იმ დროისათვის ევროპის შედარებით დასუსტებული სახელმწიფოები დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ საბჭოთა კავშირის აგრესიისაგან თავის დაცვას.სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, 1948 წლის მარტში დასავლეთ ევროპის ხუთეულმა:ბელგიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ლუქსენბურგმა,ნიდერლანდებმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს ''ბრიუსელის პაქტს''.ეს კავშირი მიზნად ისახავდა თავდაცვის საერთო სისტემის შექმნას და ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობას,რომელიც წინ აღუდგებოდა საბჭოთა კავშირის იდეოლოგიურ,პოლიტიკურ და სამხედრო ექსპანსიას. ''ბრიუსელის პაქტი'' დასავლეთ ევროპის საერთო უსაფრთხოების სისტემის შექმნის წინაპირობად იქცა და მან 1949 წელს საფუძველი ჩაუყარა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) შექმნას. ''ბრიუსელის პაქტის'' ქვეყნები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ აშშ-სა და კანადასთან, დანიასთან, ისლანდიასთან, იტალიასთან, ნორვეგიასთან და პორტუგალიასთან ერთიან თავდაცვის სისტემაში მიერთებასთან დაკავშირებით.მოლაპარაკებებეი 1949 წლის 4 აპრილს, ვაშინგტონის ხელშეკრულების (ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება) ხელმოწერით დასრულდა. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) არის სამთავრობოთა შორისი სამხედრო-პოლიტიკური კავშირი, რომელიც აერთიანებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებს.ნატოს წევრებს ამოძრავებთ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ამოცანების შესრულება. ნატო ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნების გაერთიანებაა, სადაც მიმდინარეობს კონსულტაციები უსაფრთხოების საკითხებსა და ერთობლივ მოქმედებებზე, რომლებიც მიმართულია საერთო მიზნის მისაღწევად.ნატოს არ გააჩნია საკუთარი შეიარაღებული ძალები. ყოველი წევრი ქვეყანა საჭიროების შემთხვეაში გამოჰყოფს განსაზღვრული რაოდენობის შეიარაღებულ ძალებს კონკრეტულ სიტუაცეიბში (მაგ.: კონფლიქტური ვითარება, მშვიდობის უზრუნველყოფა, საგანგებო სიტუაცია და სხვ.) მონაწილეობის მისაღებად.საქართველომ ევრო ატლანტიკურ ორგანიცაიაში გაწევრიანების სურვილი პირველად პრაღის სამიტზე გამოთქვა. 2006 წლიდან ნატომ დაიწყო ინტენსიური დიალოგი საქართველოსთან რაც მოიცავს პოლიტიკური, სამხედრო,ფინანსური და უსაფრთხოების საკითხების ფართო სპექრტს, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის მისწრაფებებთან წევრობისაკენ.საქართველო ყოველ ღონეს ხმარობს რათა მისი გარჯა უშედეგო არ აღმოჩნდეს. ამ თვალთაზრისით, ქვეყანამ სხვადასხვა პერიოდში გადადგა გარკვეული ნაბიჯები, კერძოდ: 1999 წელს საქართველომ სტამბოლის სამიტზე მიაღწია პრინციპულ შენთანხმებას საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვბანის შესახებ.
1999 წელს ასევე სტამბოლში მოეწერა ხელი მემორანდუმს ,, კასპიის ზღვის აუზიდან აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მშენებლობის შესახებ" . 1999 წელს საქართველო გახდა ევროსაბჯოს წევრი. 2000 წელს მიღებულ იქნა სტრატეგიული დოკუმენტი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ".საქართველო და მსოფლიო:,,მომავლის ხედვა და სტრატეგია",რომელშიც აღინიშნა,რომ საქართველო მხარს უჭერს ტრანსატლანტიკური კავშირის შენარჩუნება-განმტკიცებას,რაც ევროპის უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია.
ეხლა კი მოკლედ მიმოვიხილოთ ნატოსა და საქართველოს ურთიერთობა 2000 წლიდან დღემდე. 2000 წელს გენერალური მდივანი ესტუმრა ქვეყანას და გამართა შეხვედრები.შემდგომ ეწვია 2003 წლის 14 მაისს და ხაზი გაუსვა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის მნიშვნელობას და კავკასიის როლს ევრაზიის სტაბილურობის უზრუნვეყოფის პროცესში. 2001 წლის ზაფხულში საქართველო ნატოს ყველაზე ფართომაშტაბიან წვრთნაში იღებს მონაწილეობას და მასპინძლობს კიდეც ამ წვრთნას.
2003 წელს უფრო გაღმავდა თანამშრომლობა და საქართველომ 119-წვრთნაში მიიღო მონაწილეობა. 2004 წლის 7 აპრილს ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ნატოს მაღალი დონის წარმომადგენელთა შეხვედრა ფორმატით ,,26+1" .(ეს ფორმატი გულისხმობს შეხვედრას, ალიანსის 26 წევრ ქვეყანასა და საქართველო შორის).
2004 წლის აგვისტოში, ნატოში ოფიციალურად გაიგზავნა საქართველოს ,,ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა" (IPAP ) და 2004 წლის 29 ოქტომბერს ალიანსის უმაღლესმა ორგანომ, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ( NAC) დაამტკიცა IPAP , რაც ნიშნავდა საქართველოს გადასვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციის ახალ ეტაპზე. ამის შემდგომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა მაპის სამოქმედო გეგმით ვითარდება და საქართველო სწრაფი ნაბიჯით მიიწევს მიზნისაკენ, რაც 2008 წლის 19 აგვისტოს ალიანსის საბჭოზე კვლავ დადასტურდა.

Подписаться на:
Сообщения (Atom)